logo_geo
eng_logo
ჰოლანდიაში თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ბურკის ტარება აიკრძალა
- +

2 აგვისტო. 2019. 01:00

 

ჰოლანდიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მუსლიმური სამოსის ნიქაბის და ბურკის ტარება აიკრძალა.

 

„CNN“-ის ცნობით, კანონი 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განაწესის თანახმად, ჰოლანდიის სკოლებში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისეთი სამოსის ტარება იკრძალება, რომელიც სახეს ბოლომდე ფარავს.

 

კანონის თანახმად, ქალებს ჯერ ნიქაბის მოხსნა მოუწევთ, თუ პოლიციას არ დაემორჩილებიან ჯარიმის სახით ან 150 ევროს ან 166 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.

 

ჰოლანდიაში დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ნიქაბს ატარებს. მსოფლიოში ნიქაბს და ბურკას თითქმის 17 მილიონი ადამიანი იყენებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner