logo_geo
eng_logo
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს!
- +

3 ივნისი. 2016. 15:08


განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017" - აცხადებს.


3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. N13), კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნებსა და საკონკურსო პირობებს გააცნობენ. დასწრება თავისუფალია.


სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.


დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ   https://app.iec.gov.ge/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner