„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.
საქმე ეხება საქართველოს გენერალური პროკურატურაში „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვაზე მიმდინარე გამოძიებას.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.