logo_geo
eng_logo
სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას დაკითხვა მიმდინარეობს
- +

2 აგვისტო. 2019. 12:05

 

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გვარამია ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს.

 

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

 

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

 

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner