logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: „რესპუბლიკელებმა“ შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს
- +

3 ივნისი. 2016. 15:10


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოამზადა. ცვლილებები გულისხმობს,  რომ ყველა პარტიას, რომელსაც აქვს დაფინანსება, მიეცეს უფასო სარეკლამო დრო. ახვლედიანის განცხადებით, მხოლოდ 5 პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის კანონით, უფასო სარეკლამო დრო, ცვლილების შემდეგ კოალიციიდან გამოსული 6 პარტია დაემატება, რომლებსაც არ გადაულახავთ ბარიერი. ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ყველაფერზეა წამსვლელი, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩეს.


„გრძელდება თავხედური პოლიტიკური კრიმინალი, საპარლამენტო პარტიების მხრიდან არასაპარლამენტო პარტიების მიმართ. საპარლამენტო პარტიებში ვგულისხმობ იმათ, რომლებიც იყვნენ კოალიცია „ქართული ოცნების" შემადგენლობაში, აღარ აქვთ უფასო სარეკლამო დრო კანონიდან გამომდინარე და ცდილობენ, წაართვან არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს - „დემოკრატიულ მოძრაობას" , „პატრიოტთა ალიანსს" და „ლეიბორისტებს", მათი  კუთვნილი უფასო საეთერო დრო და გადაინაწილონ თავისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უნდათ შევიდეს საარჩევნო კოდექსში, ითვალისწინებს, რომ ყველა პარტიას, რომელსაც აქვს დაფინანსება, მიეცეს უფასო სარეკლამო დრო, ისე, რომ ეს სარეკლამო დრო არ გაიზარდოს ტელევიზიებისათვის. დღეს კანონით, მხოლოდ და მხოლოდ 5 პოლიტიკურ სუბიექტს  ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო, ჩაეზიარებიან კიდევ 6 პოლიტიკური პარტია, რომლებსაც არ გადაულახავთ ბარიერი. თუ გვეკუთვნოდა 1 წუთი, დაგვრჩება 12 წამი. ესაა „რესპუბლიკელების" კანონპროექტი. „რესპუბლიკელებმა" შუბლისძარღვი გაიწყვიტეს. თანახმანი არიან, ყველას ყველაფერი წაართვან, ოღონდ იტივტივონ  ქართულ პოლიტიკაში. „რესპუბლიკელები" მზად არიან, უფასო სარეკლამო დრო მიჰყიდონ შედარებით იაფად „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც დაინტერესებულია ყოველთვის ასეთი რესურსის ყიდვით", - განაცხადა ახვლედიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner