logo_geo
eng_logo
პროკურორი არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას ხელმეორედ დაკითხვაზე
- +

2 აგვისტო. 2019. 14:46

 

„ნიკა გვარამიას გამოძიებისთვის ყველა საინტერესო კითხვა დაესვა, მიღებული იქნა პასუხები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

 

პროკურორი არ აკონკრეტებს არც იმას, დაიბარებენ თუ არა გვარამიას ხელახლა დაკითხვაზე, ან შეეცვლება თუ არა მას მოწმის სტატუსი.

 

„ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სხდომის ოქმს, დაკითხვის ოქმს, გავეცნობით და ამის შემდეგ შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად, მტკიცებულებების მიღების შემდეგ სამართლებრივი შეფასება გაკეთდება და საზოგადოებას ეცნობება.

 

რა კითხვები დავუსვით, რა პასუხები გაგვცა, რამდენად ამომწურავი იყო, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ. გამოძიება გრძელდება, ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური გამოძიება.

 

ნებისმიერი პირი შეიძლება იქნეს დაბარებული, გამოკითხული. თუ უარს განაცხადებს, სასამართლოში დაიკითხება და ა.შ. წინასწარ, ვინ დაიკითხება, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა გუბელაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner