logo_geo
eng_logo
პროკურორი: მტკიცებულებების შეგროვების შემდგომ გაკეთდება სამართლებრივი შეფასება და ეცნობება საზოგადოებას
- +

2 აგვისტო. 2019. 15:25

 

 

„რა კითხვები დავუსვით, რა პასუხები გაგვცა, რამდენად ამომწურავი იყო, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

 

„გამოძიება გრძელდება, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, მტკიცებულებების შეგროვების შემდგომ გაკეთდება სამართლებრივი შეფასება და ეცნობება საზოგადოებას. რა კითხები დავუსვით და რა პასუხები გაგვცეს, რამდენად იყო ამომწურავი, ამასთან დაკავშირებით კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებ.

 

ნებისმიერი პირი იქნება გამოკითხული, თუ უარს გამოაცხადებს, სასამართლოში დაიკითხება და ასე შემდეგ, წინასწარ ვინ დაიკითხება და რა კითხვები დაისმება ვერ გეტყვით“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

 

ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. საქმე ეხება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონებას მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner