logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-ის შენობაში გამომძიებლები იმყოფებიან
- +

2 აგვისტო. 2019. 15:39

 

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში გამომძიებლები იმყოფებიან. კომპანიაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, კერძოდ, კი, კომპანიიდან დოკუმენტაციის ამოღება. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

 

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება კომპანიის იმ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული.

 

ცნობისთვის, „ინტერმედიიდან“ დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გუშინ ამოიღეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner