„თურქეთის მიერ რუსეთში ნაყიდი სისტემის „ეს 400“-ის ინტეგრირებას ალიანსის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაში NATO არ გეგმავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს NATO-გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენგბერგმა.
„პასუხია - არა. არ გვაქვს გეგმაში რუსული კომპლექსის „ეს400“-ის ინტეგრირება NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ერთიან სისტემაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.