logo_geo
eng_logo
მდინარე სენაში წყლის დონე 6 მეტრს მიუახლოვდა
- +

3 ივნისი. 2016. 15:49

საფრანგეთის ტელეკომპანია „BFMTV“-ის ინფორმაციით, პარიზში, მდინარე სენაში წყლის დონემ ბოლო 34 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 5,6 მეტრს მიაღწია. 

 

წყალდიდობის გამო დღეს დაიკეტა ლუვრის მუზეუმი, რათა მოხდეს უძვირფასესი ექსპონატების ევაკუაცია მუზეუმის სარდაფებიდან. 

 

წყლის დონე ყოველ საათში 2-3 სმ-ით იმატებს. ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე აუსტერლიცის ხიდთან 5,6 მეტრი დაფიქსირდა. პარიზის მერის მოადგილე ბრუნო ჟუალიარი აცხადებს, რომ დღის მეორე ნახევარში წყლის დონე პიკს მიაღწევს - დაახლოებით 6 მეტრს, თუმცა, იმედოვნებს, რომ  შაბათ-კვირას სტიქია უკან დაიხევს. მოგვიანებით ეს პროგნოზი შეიცვალა - პიკის დონეს 6,2 მეტრს ვარაუდობენ.

სენაში წყლის დონის რეკორდული მაჩვენებელი 1910 წელს დაფიქსირდა - 8,62მეტრი. 

 

 

ხანგრძლივი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად საფრანგეთის რამდენიმე ქალაქი მთლიანად დატბორილია, ხოლო ცნობილი ციხე-სიმაგრე შამბორი ლუარას ველზე წყლის ალყაში აღმოჩნდა.  

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner