logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს
- +

2 აგვისტო. 2019. 19:58

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს  თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ტაქსი შეამოწმეს და ტაქსის მძღოლთან საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლები მძღოლს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისე გაეცნენ და მგზავრობის საფასური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორთაჭალამდე 20 აშშ დოლარი გადაიხადეს. მძღოლმა, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს, ასევე, არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი.

 

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით, კომპანიას გაფრთხილება შეეფარდა.

 

ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1531-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

      

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner