logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს არ აქვს ევროპაში სახმელეთო ბაზირების ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების განზრახვა
- +

2 აგვისტო. 2019. 23:19

 

 

NATO-ს არ სურს ახალი გამალებული შეიარაღება და არ აქვს ევროპაში სახმელეთო ბაზირების ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების განზრახვა“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბრიუსელი მოსკოვის ქმედებებს სარკისებურად არ უპასუხებს იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში არ არის ამერიკული ან NATO-ს ახალი რაკეტები, მაგრამ რუსული რაკეტების რაოდენობა იზრდება.

 

NATO-ს ხელმძღვანელის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს შეიარაღების საერთაშორისო კონტროლს, განიარაღებას და ბირთვულ გაუვრცელებლობას.

 

„დღეს საერთაშორისო ბირთვულმა შეთანხმებამ არსებობა შეწყვიტა, რადგან რუსეთმა „ეს-ეს-სი-8“ სარაკეტო სისტემა განათავსა. რუსეთის ახალ რაკეტებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ და მათი გამოვლენა რთულია. რაკეტებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ ევროპის ქალაქებამდე მიღწევა. საერთაშორისო შეთანხმება არ არის ეფექტური, როდესაც მას მხოლოდ ერთი მხარე იცავს. მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეჩერებისთვის. „ეს-ეს-სი-8“-სგან შექმნილ რისკებს, NATO გაზომილი და პასუხისმგებლიანი გზით უპასუხებს. NATO-ს შეკავების და თავდაცვის საიმედოობის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ზომების პაკეტზე შევთანხმდით, მაგრამ გაუაზრებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner