logo_geo
eng_logo
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 44:67 დამარცხდა
- +

3 აგვისტო. 2019. 02:13

 

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბე“ დივიზიონის 1/4 ფინალურ შეხვედრაში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 44:67 დამარცხდა და „ა“ დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

 

1/2 ფინალურ ეტაპზე პოლონეთის ნაკრები ჩეხეთს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი ისრაელის ნაკრებს შეხვდება.

 

„ა“ დივიზიონის საგზურის მფლობელი სამი საუკეთესო ნაკრები გახდება.

 

საქართველოს ნაკრების წევრები ბრძოლას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებენ და ხვალ ძალებს პორტუგალიელ თანატოლებთან მოსინჯავენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner