ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. ნაჭყებიას განცხადებით, ყველა პირი, ვინც ძალადობა განახორციელა, უნდა დაისაჯოს ქვეყნის კანონმდებლობით, რათა არ მოხდეს საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი ფაქტის განმეორება.
„რაც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს პოლიტიკური ძალა, არავის აქვს უფლება, პოლიტიკოსს მისი ხედვების გამო ფიზიკურად დაუპირისპირდეს. თუ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ადამიანებმა არ მიიღეს ის სასჯელი, რაც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, ბუნებრივია, ვიღაცას წახალისებულს გაუჩნდება დიდი სურვილი, რომ იგივე გააკეთოს 8 ოქტომბერს",- განაცხადა ნაჭყებიამ.