logo_geo
eng_logo
კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

3 აგვისტო. 2019. 18:09

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, ერთ პირი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად გარდაიცვალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner