logo_geo
eng_logo
ირანი ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას ისევ დაარღვევს
- +

3 აგვისტო. 2019. 21:49

 

ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს კიდევ უფრო შეამცირებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს.

 

მისი თქმით, მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, შეასრულებს თუ დაარღვევს ამ ვალდებულებებს.

 

მინისტრის თქმით, მოქმედების შემდეგი ფაზები ორი თვის ინტერვალით განხორციელდება.

 

მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, მესამე ეტაპზე ურანის 20 პროცენტით გაზრდაა დაგეგმილი.

 

თეირანი თანდათან ამცირებს ბირთვული შეთანხმების თაობაზე აღებული ვალდებულებების პუნქტებს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გავიდა.

 

ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოეხსნებოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა ვაშინგტონი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.

 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner