logo_geo
eng_logo
ეკა მიშველაძე: ამაზრზენი რამ მოხდა, იმედი მაქვს, ის ნაძირალა, ვინც ბუკა სასიკვდილოდ გაიმეტა, დაისჯება!
- +

26 თებერვალი. 2016. 23:45


ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ  პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა.


მიშველაძის განცხადებით მას მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.



"გამომძიებლებს აინტერესებდათ ყველა დეტალი. მე ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. მათი შეკითხვა ისიც იყო, ხომ არ მაქვს მე ვერსია ან ხომ არ ვეჭვობ ვინმეზე. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე არაფრის თქმა, რადგან ძნელია ასეთ ვითრებაში ვინმეს ხელი დაადო. ამაზრზენი და სასტიკი რამ მოხდა და იმედი მაქვს, ის ნაძირალა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ბუკა გაიმეტა სასიკვდილოდ, დაისჯება", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.


"მე პოლიციისგან გავიგე, რომ სასფლაოზე კიდევ იყვნენ ვიღაცები, თუმცა ვინ იყვნენ, არ ვიცი. მე ისიც არ ვიცოდი, რომ იქ აპირებდა წასვლას. ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც, ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა", - განაცხადა მიშველაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner