ავტორი მერაბ ხაჩიძე
ხანდახან ასეთებიც ვიცი და დღეს დილით, გურიიდან მომავალმა, საკუთარი თანამეცხედრე ხაჭაპურზე და ყავაზე დავპატიჟე, ბუნებაში.
გვერდით მაგიდასთან ვიღაც მუტრუკი უცხოელი იჯდა ორ თავ-პირ ახვეულ ქალთან და ალბათ, გამყოლ ქართველთან ერთად. წინ მსუყე საუზმე ელაგათ. სანამ შეკვეთის მოლოდინში, ცნობისმოყვარე ინტერესი მკლავდა, თუ როგორ მიირთმევდნენ ასეთი საბურველის პატრონი ქალბატონები, საუზმესაც მორჩნენ, როგორც ჩანს.
ჩემგან ზურგით მჯდომი კაცი წამოდგა, გაიხედ-გამოიხედა, ჩემკენ წამოვიდა და გაოცება რომ ვერ მოვასწარი ისე, ცხვირწინ რომ მედო, იმ საფერფლეს უბოდიშოდ დააჭყლიტა თავისი ანთებული სიგარეტი!
წამიერად შევცბი, მარა უცბად თითით ვანიშნე, ახლოს მოსულიყო. ღიმილით დაწია თავი და მეც შიგ სიფათში შევაყარე საფერფლის ნაგავი! თანაც, გურული ლობიოსავით მსუყედ შეკმაზული დაშხოშიანი „ქართული“ მივაყოლე!
ვიდრე საქციელწამხდარი აზრზე მოვიდოდა, მისი თანხმლები ქართველი მოვიდა და რაღაც უთხრა. ამანაც რაღაც უპასუხა.
- ბოდიშს ხომ არ ელოდება-თქო? - ვკითხე!
- არა ბატონო, ამისი საქციელისთვის ბოდიშს მე გიხდით, მაგრამ მეკითხება, ვერ გავიგე ვინ არის და ასე რატომ გაბრაზდაო?!
- ვინ ვარ და ბაში-აჩუკი! - წყნარად ვთქვი და ცოლს გადავხედე ამაყად!
გადავხედე და ისეთი სახე ქონდა, მივხვდი, დროზე უნდა გაგვცლოდნენ, სანამ ეს მიაძახებდა მაია ვარ, წყნეთელიო!
რა ვართ ეს ქართველები, რა!
სიგარეტს არ ვიქრობთ ცხვირზე!