საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს.
„ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ვინაიდან მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისთვის, საერთო ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ, ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა, მოიძიოს დაფინანსება, ან სახელმწიფოს მოუწევს ნავსადგურის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან მთავრობას არ აქვს სურვილი ჰქონდეს სახელმწიფო პორტი. გარწმუნებთ, ანაკლიაში პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.