logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: ღია წერილი ნიკა გვარამიას
- +

4 აგვისტო. 2019. 01:14

 

ღია წერილი, ისევ ნიკა გვარამიას

ძალიან კარგი იურისტი ვარო, - განაცხადეთ.

ჟურნალისტი როგორი ბრძანდებით?

ალბათ, როცა დაგჭირდებათ, ან სიტყვა მოიტანს, ამასაც იტყვით, ძალიან კარგი ჟურნალისტი ვარო(?!).

მაგრამ ერთხელ მეც თქვენსავით გავკადნიერდები და დაგასწრებთ: ძალიან კარგი ჟურნალისტი ვარ(ვერ დაიჯერებთ, მაგრამ შემრცხვა).

თქვენი(გვარამია, გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე, ჟორჟოლიანი...) უბედურება კი ის არის, რომ არაფრის გრცხვენიათ.

***

დიახ, ძალიან კარგი ჟურნალისტი ვარ!

ახლა უკვე ნაკლებად შემრცხვა.

ბაბუა ეუბნებოდა ნოდარ დუმბაძეს, თუ სინდისის ძარღვს ერთხელ გაიწყვეტ, მერე ადვილად იცხოვრებო.

საკუთარ თავს მაინც გამოუტყდით:

ხომ ადვილად ცხოვრობთ?

უფრო ზუსტად ცხოვრობდით.

ბიძინა ივანიშვილს კი მხოლოდ იმიტომ ებრძვით, რომ დაუმსახურებლად მიღებული სიკეთეები გამოგაცალათ.

ჩემი ოცდაათი წლის ხელფასი რომ შეკრიბოთ, თქვენს ერთი თვისას ვერ გაუტოლდება.

რით დაიმსახურეთ?!

პროკურორობით თუ მინისტრობით?!

იურისტობით თუ ჟურნალისტობით?!

რა შექმენით?!

რა დაწერეთ?!

რა დახატეთ?!

რა გადაიღეთ?!

ტელევიზია?!

ეს ხომ ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა?!

თქვენ კი მდაბიურ და ცრუ არხად აქციეთ.

***

ძალიან კარგი იურისტი ვარო, - შეგვახსენეთ.

იქნებ ძალიან კარგი ჟურნალისტიც ხართ?!

ეს ნამდვილად არ შემშურდებოდა.

თქვენი კარგად ცხოვრებაც არასოდეს შემშურებია.

პირიქით, ყოველთვის მეცოდებოდით, რადგან სწორედ ამან გადაგაგვარ(ამი)ათ.

ახლა აღარ მეცოდებით, რადგან გადმოგვარ(ამი)ების შანსი მოგეცათ.

გამოიყენეთ...

 

 

იოსებ ჭუმბურიძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner