კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებთაგან ხუთ პირს: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7-ათას ლარიანი გირაო, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 10-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღნიშნულით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებული პირების მიმართ სწორედ გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.