ბრიტანელი მომღერალი ჯო ლონგფორნი ქალაქ ბლეკპულში, 64 წლის ასაკში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ცნობა ჯო ლონგფორნის გარდაცვალების შესახებ, მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მომღერალს 2014 წელს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.