ამერიკელი რეჟისორი-დოკუმენტალისტი დონ ალან პენებეიკერი გარდაიცვალა.
რეჟისორის ვაჟის ფრეიზერის თქმით, პენებეიკერი 94 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
პენებეიკერის კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო, მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი კი ჯონ კენედისა და ჰიუბერტ ჰამფრის შორის დაპირისპირებას ეხებოდა.
მოგვიანებით პენებეიკერი მუსიკოსების შესახებ ფილმებზე გადაერთო - სხვადასხვა წლებში მან გადაიღო ფილმები ბობ დილანზე (Don’t Look Back), დევიდ ბოუიზე (Ziggy Stardust and the Spiders from Mars), ჯიმი ჰენდრიქსზე (Jimi Plays Monterey) და ჯგუფ Depeche Mode-ზე (101). საერთო ჯამში მან 60 ფილმი გადაიღო.
2012 წელს პენებეიკერმა კინოს წინაშე განსაკუთრებული მიღწევებისთვის საპატიო „ოსკარი“ მიიღო.