logo_geo
eng_logo
ოსკაროსანი რეჟისორი დონ ალან პენებეიკერი გარდაიცვალა
- +

4 აგვისტო. 2019. 10:47

 

ამერიკელი რეჟისორი-დოკუმენტალისტი დონ ალან პენებეიკერი გარდაიცვალა.

 

რეჟისორის ვაჟის ფრეიზერის თქმით, პენებეიკერი ​94 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

პენებეიკერის კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო, მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი კი ჯონ კენედისა და ჰიუბერტ ჰამფრის შორის დაპირისპირებას ეხებოდა.

 

მოგვიანებით პენებეიკერი მუსიკოსების შესახებ ფილმებზე გადაერთო - სხვადასხვა წლებში მან გადაიღო ფილმები ბობ დილანზე (Don’t Look Back), დევიდ ბოუიზე (Ziggy Stardust and the Spiders from Mars), ჯიმი ჰენდრიქსზე (Jimi Plays Monterey) და ჯგუფ Depeche Mode-ზე (101). საერთო ჯამში მან 60 ფილმი გადაიღო.

 

2012 წელს პენებეიკერმა კინოს წინაშე განსაკუთრებული მიღწევებისთვის საპატიო „ოსკარი“ მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner