logo_geo
eng_logo
პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- +

4 აგვისტო. 2019. 11:20

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული გ.ჰ. რუსთავში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.

 

პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 709 აბი „მდმა“, 86 აბი „სუბოქსინი“, 93 აბი „სუბუტექსი“, 3 აბი „B8“, 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“, ასევე, 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner