ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონებში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.
სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთით გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარე ბრძოლის შედეგად 400 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 440 000 ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა.
გაერო-ს მონაცემებით, უმეტესობამ თავი თურქეთის საზღვართან მდებარე სოფლებს შეაფარა.