logo_geo
eng_logo
პეტერე მამრაძე: ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი გულწრფელია!
- +

3 ივნისი. 2016. 16:45


„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის წერილი შეაფასა. მამრაძის განცხადებით, ივანიშვილის ღია წერილი იყო გულწრფელი, რადგან თავად ივანიშვილს ახასიათებს გულახდილობა.


 

„მინდა, მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც გააკეთა ის, რაც სულაც არ უნდოდა. შემოვიდა პოლიტიკაში და უდიდესი წვლილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მოშორებაში.  რაც შეეხება წერილს და გამოსვლებს, პირველი ცხადია, უშუალობა, გულახდილობა, გულწრფელობა ახასიათებს ყველაფერს. პრემიერ-მინისტრი როცა იყო, მაშინაც ამბობდა, მე არ ვარ პოლიტიკოსიო, ამიტომ წერილებში და მის გამოსვლებში გუშინ რაც მოვისმინეთ, ლაიტმოტივი ეს არის, ეს არ არის პოლიტიკოსის საუბარი. მისი პასუხები, ფაქტია, რომ გულწრფელია", - განაცხადა მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner