logo_geo
eng_logo
სოსო ფხაკაძე: ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის
- +

4 აგვისტო. 2019. 19:39

 

 

„ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის, დარწმუნებული ვარ, ლარი კიდევ უფრო გამყარდება“, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

 

როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ლარის კურსი 2.68-დან 3 ლარამდე ავიდა და საწვავზე ისევე, როგორც ალბათ სხვა პროდუქტებზე მოხდა ფასების მატება.

 

„როცა ეკონომიკური სუბიექტები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეროვნული ბანკი ჩაერეოდა ბაზარზე და ჩვენ არ ვიცოდით მოლოდინები, რა ნიშნულამდე შეეძლო ლარს მიეღწია. ასეთ ვითარებაში ყველა იძულებული იქნებოდა გაეზარდა ფასი. ფასები ნაკლებად გაიზარდა ვიდრე უნდა მომხდარიყო იმ კურსიდან გამომდინარე, რომელიც იმ დღეებში იყო. ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის. დარწმუნებული ვარ, ლარი კიდევ უფრო გამყარდება. თუ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდება ფასები შესაძლოა, შემცირდეს. სამწუხაროდ წინასწარ ვერ ვიტყვით, რა იქნება წონასწორობის ნიშნული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას და ამ ფონზე ფასების მომატება არ იქნება აუცილებელი. მომავალ კვირაში არ ველოდებით ზრდას. რაც შეეხება ფასების შემცირებას, ეს დამოკიდებულია ორ ფაქტორზე ლარის კურსზე და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე არსებულ ფასზე“, – განაცხადა ფხაკაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner