logo_geo
eng_logo
„როიტერი“: მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავს
- +

4 აგვისტო. 2019. 19:42

 

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავს, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ალექსეი ნავალნის მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის თქმით, ნავალნის მოძრაობა მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 10 აგვისტოს გეგმავს. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება იქნება. ვოლკოვის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ, მოსკოვის მერიას ნებართვა აიღონ, თუმცა სხვა ქალაქების მერიებისგან ნებართვას აიღებენ.

 

აქტივისტების თქმით, რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, მათ უფლება აქვთ, თავისუფლად გამოხატონ პროტესტი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner