ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოსკოვში ოპოზიციის აქციის ძალისმიერი გზით დაშლა დაგმეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
„რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას, გამოხატონ თავიანთი პოზიცია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებებში“, - აღნიშნულია რუსეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლის მაია კოციანჩიჩის განცხადებით, ოფიციალური ბრიუსელი ელოდება, რომ რუსეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს დაკავებულებს.
ბოლო მონაცემებით, მოსკოვში ოპოზიციის აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.