logo_geo
eng_logo
აშშ და ევროკავშირი მოსკოვში ოპოზიციის აქციის ძალისმიერი გზით დაშლას გმობენ და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
- +

4 აგვისტო. 2019. 20:52

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოსკოვში ოპოზიციის აქციის ძალისმიერი გზით დაშლა დაგმეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

 

„რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას, გამოხატონ თავიანთი პოზიცია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებებში“, - აღნიშნულია რუსეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

 

ევროკავშირის წარმომადგენლის მაია კოციანჩიჩის განცხადებით, ოფიციალური ბრიუსელი ელოდება, რომ რუსეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს დაკავებულებს.

 

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში ოპოზიციის აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner