აშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს
-
+
4 აგვისტო. 2019. 21:36
აშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოში მოქალაქეებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. დაჭრილია 7 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ოჰაიოს შტატში, დეიტონში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი.
მანამდე, 3 აგვისტოს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს.
წყარო :