იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის კერა 38,6 სიღრმეზეა.
შესაძლო ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.