განათლების ყოფილი მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ახალი მინისტრისთვის გადაბარების პროცესი და თავის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია ამ პროცესის დასრულების შემდეგ ექნება.
„ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხია, რომელიც ეხება ახალ სასწავლო წელს, ასევე ამ პერიოდში მიმდინარეობს შესყიდვები, პირველ რიგში, ამაში ჩაერთვება ახალი მინისტრი, გადავაბარებთ ყველაფერს საფუძვლიანად, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს. დარწმუნებული ვარ, არავითარი ხარვეზი ამ მიმართულებებით არ გვექნება. გადაბარების პროცესს დავასრულებთ და მექნება უფრო მეტი ინფორმაცია ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა სანიკიძემ.