ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამორეცხილი მიწის ვაკისის აღდგენა მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვაყრილის დამბა და ნაპირდამცავი გაბიონი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 345 ათას ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.