კვარიათში, ზღვაში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. იგი პროზექტურაშია გადასვენებული.
აღსანიშნავია, რომ საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.