logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: დიდი ალბათობით, თამარ სანიკიძეს ვიხილავთ ახალ პარლამენტში
- +

3 ივნისი. 2016. 17:19


ექსპერტი სოსო ცისკარიშვილ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თამარ სანიკიძის განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.


 

განათლების სამინისტროში ასეთი ცვლილება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახალი მინისტრის შესახებ ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაგვაჩნდეს", - აცხადებს ცისკარიშვილი.

 


სოსო ცისკარიშვილი განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნას პრემიერისა და ახალი მინისტრის პირად ურთიერთობებს უკავშირებს.



პრემიერ-მინისტრის განცხადებაში უნდა ვეძიოთ ცვლილების მიზეზი. როდესაც ის ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ახასიათებს, როგორც ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეს, მსმენელს. ხოლო, საჯარო სივრცეში მმართველ პოზიციაზე მისი არსებობის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. ალბათ ამ გადაწყვეტილების საფუძველი უნდა ვეძიოთ პირად ურთიერთობებში ახალ მინისტრსა და პრემიერ- მინისტრს შორის. უკეთესი იქნებოდა, ამაზე უფრო ღიად ყოფილიყო ნათქვამი", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.



მისივე მოსაზრებით, სამინისტროს ხელმძღვანელის ცვლილება, ალბათ გარკვეულწილად საჭირო გახდა მაშინ, როცა თსუ-ში განვითარებული მოვლენების ფონზე სამინისტრო „პრაქტიკულად ჩიხში შევიდა".



ექსპერტის აზრით, როგორც ჩანს, სამინისტრო არ აღმოჩნდა იმ სიმაღლზე, რომელიც აუცილებელია დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემისთვის.


რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს პერიოდში საუბარი იქნება მის ახალ მანდატზე, სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ სანიკიძე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდება.



ბევრად უფრო მშვიდი სავარძელი იქნება ალბათ გათვალისწინებული ქალბატონმინისტრისთვის. ასეთი სავარძლების დეფიციტის მიუხედავად, დიდი ალბათობით, მას ვიხილავთ ახალ პარლამენტში", - დასძინა სოსო ცისკარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner