3 ივნისს, 20: 00 საათზე სასტუმრო „რუმსში"ახალი კონცეპტუალური ღვინის ბრენდის „ვისმინო" პრეზენტაცია გაიმართება.
მრავალი ისტორიული ფაქტის და სამეცნიერო კვლევის შემდეგ მიღებული ინფორმაციით, ქართული ტრადიციული სიმღერის და საგალობლების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ღვინის და ვაზის მოვლის პროცესში საქართველოში მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
სწორედ ეს ტრადიცია გახდა ახალი კონცეფიციის საფუძველი, რაც გულისხმობს, რომ „ვისმინოს" ეტიკეტების დამზადებისას, გამოყენებულ იქნება საგანგებო ელექტრონული აპარატურა, რომელიც მუსიკალური ნოტებისგან აკონვერტირებს აბსტრაქტულ ნახატებს.
„ვისმინოს" ეტიკეტი დამზადებული იქნება კლასიკური მუსიკოსების - რახმანინოვის, მოცარტის, ბეთჰოვენის და შოპენის მუსიკის გამოყენებით. მუსიკა განსაკუთრებით ფრთხილად, ღვინის „ხასიათის" მიხედვით, ცნობილ ენოლოგებთან ერთად შეირჩა.
მუსიკალური ფონი იქნება კახეთის იმ ვენახებში ფონად ჩართული, სადაც მოდის ვაზი, რომლისგანაც ღვინო „ვისმინო" იწურება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად მიიღონ მონაწილეობა მუსიკალური ეტიკეტის შექმნის პროცესში.
GWS-ის ახალი ღვინის კონცეფციის შექმნაზე, კომპანიამ „ვინდფორსი" კომპოზიტორ ნიკოლოზ მაჩაიძესთან ერთად იმუშავა.
ინფორმაცია რედაქტორებისთვის:
GWS დაარსდა 1974 წელს და 2011 წლის ივნისიდან მის ერთადერთ მესაკუთრედ კომპანია „მარუსია ბევერიჯის" ფიქსირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :
გვანცა ომიაძე
595 97 00 97
KEY COMMUNCIATIONS