logo_geo
eng_logo
გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს
- +

6 აგვისტო. 2019. 11:10

 

 

გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

 

მათი ინფორმაციით, 37 წლის ქართველი პატიმარი ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს, ამ დრომდე ძებნაშია.

 

გერმანიის პოლიციამ გაქცეულების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ისინი შეირაღებულნი ყოფილიყვნენ.

 

ორი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ქართველია, გერმანიის ციხიდან 4 აგვისტოს გაიქცა. მათ გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner