logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განათლების მიმართულებით პრეტენზია განაცხადოს ლიდერობაზე
- +

3 ივნისი. 2016. 17:51


საქართველოს განათლების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განათლების მიმართულებით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ პრეტენზია განაცხადოს ლიდერობაზე.



მისი თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.



მე ძალიან დიდი ხანია ვარ განათლების სისტემასთან დაკავშირებული. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით, განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური დასაყრდენი კომპონენტი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ განათლების მიმართულებით ისეთი ნაბიჯი გადადგას - პრეტენზია განაცხადოს ლიდერობაზე რეგიონში და ჩვენს გარშემო. ჩვენ შევეცდებით, რომ განათლების სისტემა არამარტო პასუხობდეს ქართული საზოგადოების საჭიროებებს, არამედ გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშო. ჩვენ გვაქვს ასეთი მაგალითები და განათლების მიმართულებითაც, ვფიქრობ, საქართველო გახდება ერთ-ერთი მოწინავე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner