შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გვირაბებში, შახტებში და ტექნიკურ ჭებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებენ.
სწავლება უკრაინაში, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ოპერატიულ სასწავლო ცენტრში ტარდება. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებს.
ტრენინგში მონაწილეობას თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 10 მაშველი იღებს.
13-დღიანი სწავლების ფარგლებში, ქართველი მაშველები პროფესიონალიზმს აიმაღლებენ და სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის წარმართვის კუთხით გამოცდილებას შეიძენენ. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რთულ გარემო პირობებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით დაგროვილ პრაქტიკას ერთმანეთს გაუზიარებენ