სამტრედიის მუნიციპალიტეტის 31 სოფლის გაზიფიცირებისათვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" 222,7 კმ საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა. საერთო ჯამში სამუშაოებისათვის 5,2 მლნ ლარი დაიხარჯა. შედეგად 4 000 მდე პოტენციურ აბონენტს ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.
იმერეთის რეგიონში 2016 წელს დაგეგმილია ბაღდათის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ხონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების 44 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება. შედეგად, 16 ათასამდე აბონენტს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში.
ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25-ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.