logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში
- +

6 აგვისტო. 2019. 14:09

 

 

„ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბლოკების გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ შანსი შევიდნენ პარლამენტში, ბლოკების გაუქმების შემთხვევაში ეს შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

 

„თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი თვლის, რომ მას არ აქვს 0,67 პროცენტის აღების შანსი, ანუ დაახლოებით 12 ათასი ხმის აღების შანსი, პირიქით, მათ ვუბიძგებთ კონსოლიდაციისკენ. მაგალითად, დღეს რომ არის კვალიფიციური პარტია, პირობითად, ბაჩუკი ქარდავა, ან შოთა მალაშხია და ა.შ მათ ჩვენ ვუბიძგებთ თუ არ აქვთ 0.67 პროცენტის აღების შანსი და ვიცით, რომ არ აქვს, შევიდნენ შესაბამის პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისთანაც არიან აფირილებულნი და სრული კონსოლიდაცია იქნება. პირიქით, ჩვენ ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner