საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დ.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 4 818.23 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (65.58 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 818.23 ლარის ოდენობით შეეფარდა.