logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

6 აგვისტო. 2019. 14:54

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დ.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 4 818.23 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (65.58 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე  მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად,   კანონდამრღვევ მოქალაქეს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, 4 818.23 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner