logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: ლოგიკური, მარტივი, არგუმენტირებული და გონივრული იყო ეს გადაწყვეტილება
- +

3 ივნისი. 2016. 17:53


განათლების ყოფილი მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, გაიარა განათლების სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და ქმედებების ოთხმა წელმა და მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი თვალით შეფასდეს განვლილი სამუშაოები და დაიგეგმოს ახალი ქმედებები.



მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური, მარტივი, არგუმენტირებული და გონივრული იყო ეს გადაწყვეტილება. იწურება 4 წელი განათლების სისტემაში განხორციელებული ქმედებების და რეფორმების და ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს რეფორმები, ასევე დაიგეგმოს შემდგომი 4 წლის მიმართულებები, რომელიც სჭირდება სისტემას განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ დამოუკიდებელი თვალით იქნას დანახული და შეფასებული ის ქმედებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 3-4 წლის განმავლობაში", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner