სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას წერეთელი საკუთარ facebook-გვერდზე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წერეთელი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა გამოკითხონ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.