საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა.
„თამარ სანიკიძე არის ადამიანი, რომელმაც რეფორმების მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა იმ რეალური პროგრამის, ხედვების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კარგა ხნის წინ წარმოადგინა. ახლა დაინიშნა ახალი მინისტრი, რომელიც თავისი მონაცემებით, ამ რეფორმისათვის უკეთესი იქნება. ასე ჩათვალა მთავრობამ, ეს არანაირად არ აკნინებს იმას, რაც გააკეთა თამარ სანიკიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.