logo_geo
eng_logo
ხევსურეთში დაშავებული ტურისტის დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა
- +

6 აგვისტო. 2019. 22:11

 

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ  მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადმოვარდა ტურისტი სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მოტეხილობები. დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ  საფრანგეთის ორი,  ისრაელის ერთი  და სლოვენიის ერთი  მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებმა  დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა  შეუძლებელი იყო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველო-ტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ  კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება  მიიღეს. დაშავებული ტურისტი  თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner