logo_geo
eng_logo
მაშველებმა წყალტუბოში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს
- +

7 აგვისტო. 2019. 00:18

 

 

მაშველებმა წყალტუბოში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში ორ მოქალაქეს გზა აებნა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.

 

ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა იმერეთის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

 

საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში უვნებლად ნაპოვნია დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე. ისინი მეხანძრე-მაშველების მიერ გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner